ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის N42-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე პროცესი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტი გააცნო. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ნიუ ჰაუსი“ ასრულებს და მისი ღირებულება 27 364 ლარია.