თეა წულუკიანი სახალხო დამცველს: „ჩვენს სამსახურს „პენიტენციალური“ კი არა, „პენიტენციური“ დაწესებულება ჰქვია“

თეა წულუკიანი სახალხო დამცველს: „ჩვენს სამსახურს „პენიტენციალური“ კი არა, „პენიტენციური“ დაწესებულება ჰქვია“

„ქალბატონო ნინო, ჩვენს სამსახურს „პენიტენციალური“ კი არა, „პენიტენციური“ დაწესებულება ჰქვია. ამიტომ გთავაზობთ, ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ ხოლმე“ – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში სიტყვა „პენიტენციალური“ არაერთხელ იხმარა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.

სახალხო დამცველმა N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული სპეციალური ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვა იუსტიციის მინისტრს დაეთმო.

სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს.