წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს ფრენების შესაძლო აღდგენის ინიციატივას მიესალმება.
"ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადებები იმის თაობაზე, რომ მივესალმებოდით ფრენების აღდგენას, მაგრამ ამაზე ჯერ რუსეთის განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ. წინა შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ მოსკოვში მსჯელობენ ამაზე, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელება ჯერ არ შეუძლიათ.
ფრენები გასულ წელს რუსეთმა შეაჩერა, რასაც ჩენ არ მივესალმებოდით. როგორც ვხედავ, ამის წინააღმდეგი საქართველოში არავინ არის," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.