კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერად შესაძლო დაბრუნებაზე: არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერად შესაძლო დაბრუნებაზე: არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების თაობაზე საუბარიც არ არის.

„არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, შეთავაზებებს, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოსახლეობა ელოდება ახალ პროექტებს, ელოდება სიახლეებს. მოდი, ჩემს თავზე, როგორც დედაქალაქის მერი და იმ ადამიანებზე ვიტყვი, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იყოს სკვერები, პარკები, იყოს ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორებული, ამისთვის უამრავი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ამას მოსახლეობა დაინახავს“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას მოქმედი პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, კალაძემ განაცხადა, რომ „ეს არ არის სწორი ინფორმაცია“.