ზაზა პაპუაშვილი:  “ოცნებაში“ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის

ზაზა პაპუაშვილი:  “ოცნებაში“ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის

 “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი “2020NEWS”-თან სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც დეპუტატი სააგენტოსთან აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მედიაში იწერება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“სამთავრობო ცვლიელების შესახებ საუბარი პრესიდან მესმის. რეალურად, გუნდში ამ თემაზე საუბარი  არ ყოფილა. ხშირ შემთხვევაში, პრესაში გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. მომავალში რა მოხდება, არ ვიცი“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს და მის ადგილს, სავარაუდოდ, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.