ანრი ოხანაშვილის კომენტარი გიორგი გახარიას თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

ანრი ოხანაშვილის კომენტარი გიორგი გახარიას თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

საუბარი და სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ტოვებს თანამდებობას და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ უადგილოა, – ასე უპასუხა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გიორგი გახარია არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. შესაბამისად, საუბარი და სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ტოვებს თანამდებობას და ა.შ მე ვფიქრობ, რომ უადგილოა. პოლიტიკური ცხოვრება დინამიურია და გარკვეული ცვლილებები შესაძლებელია ყოველთვის მოხდეს, თუმცა აპელირება კონკრეტულ პიროვნებებზე, პრემიერ-მინისტრის წასვლაზე და სხვა, ვფიქრობ, რომ უადგილოა,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.