დაპირისპირება ირაკლი ზარქუასა და ბექა ნათელაშვილს შორის: „მამაშენს ჰკითხე, როგორ აიშენა სამსართულიანი სახლი“

დაპირისპირება ირაკლი ზარქუასა და ბექა ნათელაშვილს შორის: „მამაშენს ჰკითხე, როგორ აიშენა სამსართულიანი სახლი“

სასტუმრო „რედისონთან", სადაც „გაბედეს აქტივისტები აქციას მართავენ, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და „გაბედეს წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.

„მამაშენს ჰკითხე, როგორ აიშენა სამსართულიანი სახლი",- ასე მიმართა სასტუმრო რედისონთან „გაბედეს" აქტივისტს ბექა ნათელაშვილს, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

„მამაშენს ჰკითხე როგორ აიშენა 1990-იანი წლებიდან სამსართულიანი სახლი, როცა ბიზნესში არ ყოფილა", - მიმართა ზარქუამ.

მანამდე კი, ბექა ნათელაშვილმა საკრებულოს დეპუტატს ჰკითხა - „ყვავის თუ არა დემოკრატია საქართველოში".

„რედისონში" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა აქციის ფონზე მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლების წარმომადგენელებს შეძახილებით შეხვდნენ.