საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას იწყებს.
კომისიაში ჩატარდება კონსალტინგური სამუშაოები და განხორციელდება სასერტიფიკაციო აუდიტის ორგანიზება.
სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან დაიწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ კომისიაში განხორცილებული საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო მოთხოვნებთან.
საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს სემეკი ყოველწლიურად განახორციელებს.