ბერძენიშვილი გაბუნიას მონოლოგზე: მართალია ეს კაცი

ბერძენიშვილი გაბუნიას მონოლოგზე: მართალია ეს კაცი

“ივანიშვილის შეცვლა ვერც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მოხერხდება და ვერც მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძლებენ ამას”, - ასე ეხმიანება “რესპუბლიკური“ პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

პოლიტიკოსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში იყო, აცხადებს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად უნდა გაერთიანდეს ყველა.

ცვლილების შემდეგ კი კოალიციური იქნება მმართველობა, საქართველოს პოლიტიკა კი მრავალპარტიული.

“მართალია ეს კაცი. ან/ან აზროვნება და ქმედება არის წარსული. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ ვინმეს დაბრუნება კი არ გვინდა, არამედ არსებულის ცვლილება გვინდა უკეთესით. უკეთესი წარსულში კი არაა, არამედ მომავალშია. მიშასგანაც მოგვისმენია ჩვენი- რესპების მარტივი, ორპუნქტიანი თეზისის გაზიარება:

  1. მიშას მხარდაჭერის გარეშე ბიძინას რეჟიმს ვერ დავამარცხებთ.
  2. მარტო მიშა მისი მხარდამჭერებით ბიძინას ვერ დაამარცხებს. ახლო წარსულში აქტიური პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები ახალ კონფიგურაციაში მომავალ კოალიციურ ხელისუფლებას აყალიბებენ ახალ პოლიტიკურ ჯგუფებთან, პოლიტიკაში ახლა მოსულ ადამიანებთან ერთად. მარტივია“ - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 იანვარს, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “პოსტ ფაქტუმში“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად, რადგან მას ამის უფლებას აღარავინ მისცემს.

tngh "ოცნების" გამარჯვება ბოლო არჩევნებში დიდ წილად განაპირობა "რესპუბლიკელების" ჩამოშორებამ... ვაი იმათ, ვისაც ეს "მამულიშვილთა" პარტია დაუჭერს მხარს... "რესპუბლიკელებთან" კოალიცია ყველასთვის დამარცხების გარანტიაა...
4 წლის უკან