არჩილ თალაკვაძე:  თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით, რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით

არჩილ თალაკვაძე:  თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით, რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით

თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით, რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბურთი ჯერჯერობით ოპოზიციის მოედანზეა.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია, 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით",- განაცხადა თალაკვაძემ.