იტალიაში კარაბინერების მიერ მოკლული ქართველი ვახო ჯოხაძეა - 10 პოლიციელი მუცელში ურტყამდა

იტალიაში კარაბინერების მიერ მოკლული ქართველი ვახო ჯოხაძეა - 10 პოლიციელი მუცელში ურტყამდა

იტალიაში გრადისკას სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭი პოლიციელებმა ცემით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქ" მომხმარებელი ანა ბუიგლიშვილი ავრცელებს.იგი წერს, რომ ბიჭმა მეგობართან დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ ნაცემი იყო.

"გამარჯობა, გუშინ იტალიაში სადეპორტოში ვახო ჯოხაძე პოლიციელებმა ცემით მოკლეს მან მოასწრო დაერეკა მისი მეგობრისთვის და ეთქვა რომ ძალიან ნაცემი იყო 10 კარაბინიელი მუცელში ურტყამდა შემდეგ გვინ ცუდად გამხდარა და სასწრაფოთი გადაუყვანიათ თუმცა ის გარდაიცვალა" - წერს ანა ბუიგლიშვილი.

საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.