გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან დიალოგზე:  სასურველია, რომ სწრაფად იყოს, ამ საკითხში საკვანძო სიტყვა აქვთ ივანიშვილის

გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან დიალოგზე:  სასურველია, რომ სწრაფად იყოს, ამ საკითხში საკვანძო სიტყვა აქვთ ივანიშვილის "კლოუნებს"- თუ წელავენ, მით უარესი მათთვის

რამდენიმე ვარიანტი დავუყენეთ და ველოდებით მათგან რეაქციას,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, სასურველია, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სწრაფად შედგეს. მისივე განცხადებით, დრო ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს.

"მე არ ვიცი, რომ 2 კვირის წინ უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები, არ მიყვარს უსაფუძვლო პრეტენზიები და საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს ხოლმე ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. სასურველია, რომ სწრაფად იყოს და ამ საკითხში საკვანძო სიტყვა აქვთ ივანიშვილის "კლოუნებს", მათ თუ არ უნდათ, როგორ უნდა შედგეს რაუნდი, მაგრამ ამ შემთხვევაში, დრო არ მოქმედებს მათ სასარგებლოდ, თუ ეს ასეა და წელავენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მით უარესი მათთვის",-განაცხადა ბოკერია.

გიგა ბოკერიას განცხადებით, "ევროპული საქართველოს" გეგმაა, პროტესტისა და პიკეტირების, გაგრძელება მიუხედავად იმისა, შედგება, თუ არა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი.

"პროტესტი დაკავშირებულია 2 საკითხთან, პირველი, საკითხთან, რომელზეც საზოგადოება გადააგდო და უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართ, თავისი სიტყვა, კონტრაქტი დაარღვია, რომელიც სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ ქვეყანას და მეორე, ამასთან დაკავშირებული ძალადობა და რეპრესიები. თუ ამ საკითხზე გვექნება რაიმე შეთანხმება, რომელიც იქნება საზოგადოების ინტერესებში, მაშინ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულებრივ არჩევნებისთვის კონკურენციის რეჟიმში. თუ არა, იქნება მწვავე პროტესტი, თან მოლაპარაკება სადამდეც შესაძლებელია, თან მზადება არჩევნებისთვის, რომელიც მოვა. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ნებისმიერი სქემით, ის დამარცხდება. ოღონდ არის ქვეყნისთვის ნაკლებად საზიანო და მეტად საზიანო სცენარები, მისთვის ნაკლებად პრობლემატური და ძალიან პრობლემატური სცენარები. ამ ყველა სცენარისთვის ვართ მზად. პირობა დადებული იყო და ჩვენ უნდა წავიდეთ პროპორციულობისკენ. ეს პირობა დაიდო დაღვრილი სისხლის და გავრილოვის ღამის შემდეგ და ახლა "გადაგაგდეთ და მოსწონს ხალხს ეს პირობა", (ხელისუფლების შეთავაზება 100/50-ზე), დამატებითი უტიფრობაა ამ ხალხის მხრიდან და მეტი არაფერი. ჩვენ დაყენებული გვაქვს წინადადება, რამდენიმე ვარიანტი დავუყენეთ და ველოდებით მათგან რეაქციას",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Maverick ვარიანტი ერთია და საბოლოო!
შენ უნდა გასამართლდე, პასუხი უნდა აგო შენ მიერ ჩადენილი მრავალწლიანი გველხოკერობისათვის ქართველი ერიასა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე!
5 წლის უკან
trampi მავერიკ

ეგენი არა, ეგენი არა ................ მაგათ რაღა გასამართლება უნდათ ......ოცნებაზე ვარ ძალიან აჭრილი ოცნებაზე(მაგათი აგულავებისთვის)
ჰოოოოოოოოოოდა ოცნება უნდა გასამართლდეს აუცილებლად ...ოცნება
ნატალიიიიიიიი...............................................მართალი ხარ ..................... მართალი
5 წლის უკან