მეუფე იოანე გიორგი მამალაძის შეწყალებაზე:  როცა დადგება ჟამი, როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ, ის შეასრულებს

მეუფე იოანე გიორგი მამალაძის შეწყალებაზე:  როცა დადგება ჟამი, როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ, ის შეასრულებს

ქუთათელ-გაენათელმა მეუფე იოანემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათი მოთხოვნა ძალაშია და ეკლესიამ უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს მიმართვა ძალაში რჩება და როდესაც დადგება "ჟამი იმისა, რომ პრეზიდენტს შეეძლება ეკლესიის თხოვნის მიღება, ის ამას შეასრულებს.

"ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის პასუხი მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებდი არავის ციხეში ყოფნას",-განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანე, ასევე დაინტერესდა, ჟურნალისტები თავად რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

დღეს მეუფემ ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა ჩაატარა და მდინარე რიონი აკურთხა.