მეუფე მელქისედეკი ეკლესიის მიმართ ნდობის რეიტინგის კლებაზე:  სამწუხარო ფაქტია, ბევრი გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც ალბათ, გასულები არიან

მეუფე მელქისედეკი ეკლესიის მიმართ ნდობის რეიტინგის კლებაზე:  სამწუხარო ფაქტია, ბევრი გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც ალბათ, გასულები არიან

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, რომ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევამ საპატრიარქოს მიმართ ნდობის შემცირება აჩვენა.

მეუფე მელქისედეკი ვარაუდობს, რომ ეკლესიის მრევლი საზღვარგარეთ არის გასული.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას უკავშირებს მეუფე საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ეკლესიის მიმართ ნდობის შემცირებას? მეუფე მელქისედეკმა უპასუხა:

"ეს სამწუხარო ფაქტია. ყველაფერი მოქმედებს, ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი. მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს, ბევრი გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც ალბათ, გასულები არიან",- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.