დონალდ ტრამპი ირანის უმაღლეს ლიდერს: „ფრთხილად იყოს სიტყვების შერჩევისას“ 

დონალდ ტრამპი ირანის უმაღლეს ლიდერს: „ფრთხილად იყოს სიტყვების შერჩევისას“ 

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მოუწოდებს, სიტყვები ფრთხილად შეარჩიოს.

„ე.წ. უმაღლესმა ლიდერმა, რომელიც ბოლო დროს არც თუ ისე უმაღლესია, საძაგელი რაღაცები თქვა შეერთებული შტატებისა და ევროპის შესახებ. მათი ეკონომიკა ინგრევა, ხალხი იტანჯება. ფრთხილად უნდა იყოს სიტყვების შერჩევისას", - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის გუშინ, პარასკევის ლოცვის დროს აიათოლა ალი ხამანეიმ აშშ-ის პრეზიდენტს „კლოუნი" უწოდა, რომელიც ირანელ ხალხს „ზურგში შხამიან მახვილს ჩასცემს".