ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „კლოუნია“, რომელიც თავს აჩვენებს, რომ თითქოს ირანელ ხალხზე წუხს. ამის შესახებ მან თეირანში, პარასკევის ლოცვისას, მლოცველებთან მიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპი ირანელ ერს ზურგში „შხამიან ხანჯალს ჩასცემს“.
ჰამენეიმ გენერალ ყასემ სოლეიმანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკამ ის „ლაჩრულად“ მოკლა და დასძინა, რომ ირანმა ამერიკას „იმიჯი შეულახა“ და ვაშინგტონისთვის რეალური დასჯა იქნება, როცა მის ძალებს ახლო აღმოსავლეთიდან გააძევებენ.
ჰამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი შეერთებული შტატების მსახურები არიან და „ძალიან სუსტები არიან იმისთვის, რომ ირანი დააჩოქონ“.