დე-ფაქტო სოხუმში აცხადებენ, რომ გაოცებულები არიან „ქართული ხელისუფლების მხრიდან აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყების ინიციატივით“. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.
„თავის მხრივ მხარს ვუჭერთ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის განახლებას, რომელიც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაციის პრობლემებს, რეგიონალურ უსაფრთხოებას, ეკოლოგიას და სხვა საკითხებს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჰუმანიტარულ თანამშრომლობასთან“, - განაცხადეს დე-ფაქტო სოხუმში.
თავის მხრივ, ე.წ. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აფხაზეთის სტატუსი „მოლაპარაკებებზე განსახილველი საკითხი არ იქნება“.
„ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის თემა, არ წარმოადგენს მოლაპარაკებების საგანს და ამავე დროს, დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება მხარეების მიერ ცეცხლის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას”, - აცხადებს ოკუპირებულ აფხაზეთში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი პოლიტიკოსებმა სერგეი შამბამ და ასლან ბჟანიამ ქართულ მხარესთან პირდაპირ დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაზეც კომენტარი ქართლმა მხარემ გააკეთა და პირდაპირ დიალოგს მხარი დაუჭირა.