რა მესიჯი გადასცა რომის პაპმა მეუფე ზენონს

რა მესიჯი გადასცა რომის პაპმა მეუფე ზენონს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი რომის პაპს შეხვდა. ამის შესახებ მიტროპოლიტი სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრული ვიზიტით მიწვევა რომში.

რომის პაპისგან განსაკუთრებული პატივისცემის მესიჯი საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს

P.S. ისინი, ვინც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ რწმენას (სარწმუნოებას), დოგმატიკას და ადამიანურ ურთიერთობას და მიაჩნიათ, რომ მათგან გვესწავლება, სასურველია, დატოვონ ჩემი გვერდის მეგობართა წრე.

ზოგადად, რადიკალიზმი და ფანატიზმი არის გამანადგურებელი სენი და მუხრუჭი, უკუღმართობა, რომელიც სხვადასხვა ნეგატივთან ერთად, მძიმე გადასახდელ საფასურს წარმოადგენს საქართველოსთვის.

ეს ეხება, როგორც კონსერვატორული, ასევე, ლიბერალური წრის რადიკალ წარმომადგენლებს.

სულიერების და ცივილიზებულობის საზომი არის ზომიერება, ყველგან და ყველაფერში.

ასე გვასწავლიან თავად ეკლესიის დიდი მამებიც“.