დაელოდეთ ფინალურ სერიას - გახარია არ აკონკრეტებს მიდის თუ არა პრემიერობიდან

დაელოდეთ ფინალურ სერიას - გახარია არ აკონკრეტებს მიდის თუ არა პრემიერობიდან

“მოდით, ფინალს დაველოდოთ. ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახავთ”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, ტოვებს თუ არა ის დაკავებულ თანამდებობას.

გახარიამ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

“თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, გინდათ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას”, – უთხრა შემდეგ გახარიამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს.