გიორგი გახარია NDI-ის კვლევაზე: საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს

გიორგი გახარია NDI-ის კვლევაზე: საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს

„საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა და ასე შეაფასა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა .

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველა კვლევა, ნაცვლად იმისა, რომ გახდეს დასკვნისა და ანალიზის საფუძველი, პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ​

„ენდიაის” კვლევებს რაც შეეხება, გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ ყველა, სხვადასხვა სახის კვლევები იმის მაგივრად, რომ გახდეს გარკვეული დასკვნებისა და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ამიტომ ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლოესი კვლევა წარუდგინა.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20%-მა ,,ქართული ოცნება“ დაასახელა.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 ადამიანი გამოიკითხა.