"ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით“, - რას გულისხმობდა დეპუტატი სიმონ ნოზაძე, როცა ამ სიტყვებს ამბობდა? ეს კითხვა დღეს, სოცქსელებში ბევრს აინტერესებს.
“ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ გულისხმობდა ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.
“ოპოზიციას სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი აქვს. ის ხელისუფლებას მუდმივად ფეხს უდებს, ამიტომ იქმნება პრობლემები ქვეყნის სწრაფი განვითარების მხრივ. ეს ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ სწორი მიმართულებით მიდის.
ეს არის ისტორიული კანონზომიერება, ქვეყანა განვითარდება, მაგრამ ოპოზიცია ხელს უშლის, რომ სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ნოზაძემ.