ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმიანება “NDI“-ს მიერ ჩატარებულ ახალ გამოკთხვასა და შედეგებს.
“დღეს NDI-მ, მორიგი, დროსა და სივრცეში აცდენილი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ტრადიციულად უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და საზოგადოების უნდობლობას იწვევს, ყველა კითხვის შედეგები ცალ-ცალკე რომ არ განვიხილო, მხოლოდ ერთს შევეხები, მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ.
როგორც კვლევის შედეგი აჩვენებს, კახა კალაძეს და დავით ბაქრაძეს იდენტური მაჩვენებელი აქვს (34%) ხოლო სამეულს 29% ნათელაშვილი ასრულებს. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ გვაჩვენებს NDI, რომ ორი ვადაგასული პოლიტიკოსი რეიტინგულია, მე არ მახსენდება, ბოლო დროს ბაქრაძეს ან ნათელაშვილს, რაიმე მნიშნელოვანი განცხადება, ან ისეთი პოლიტიკური სვლა გაეკეთებინათ, რომელიც მათ რეიტინგს გაზრდიდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გამოკითხვა ბაქრაძეზე არის მორგებული, რომელიც რეალობას არ ასახავს, რადგან შეუძლებელია ბაქრაძეს ის შედეგი ეჩვენებინა, რასაც NDI ამბობს.
საგულისხმოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში IRI-ის კვლევებში ასევე ბაქრაძე ლიდერoბს, რაც სრულიად ლოგიკურ და საფუძვლიან ეჭვებს მიჩენს. ბოლოს კი NDI-ზე ვიტყვი, რომ მათ თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელმაც ნათლად დაგვანახა მათი „პროფესიონალზმი“ და „ობიექტურობა“ – აცხადებს დავიღ ჩიხელიძე.