ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 36 210 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (480 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებ მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.