სამეგრელოში 11400 ღერი უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელოში 11400 ღერი უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის  მონიტორინგის  სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 11400 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.