მამუკა მდინარაძე: „ენდიაი“ ატარებს კვლევებს, რომელიც რამდენიმე ათეული პროცენტით ცდება ხოლმე საბოლოო შედეგებს“

მამუკა მდინარაძე: „ენდიაი“ ატარებს კვლევებს, რომელიც რამდენიმე ათეული პროცენტით ცდება ხოლმე საბოლოო შედეგებს“

ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ატარებინებს კვლევებს, რომელიც არა სამი და ოთხი ან ორი პროცენტია ცდომილების ფარგლები, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით ასცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც საარჩევნო შედეგებზე აისახა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ენდიაის“ 2016 წლის მარტის კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 15 პროცენტი, თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 49 პროცენტი, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ გამოდის რომ დღევანდელი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 60 პროცენტზე მეტს აიღებს 2020 წლის არჩევნებში, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, შეიძლება ნამდვილადაც ასე მოხდეს. სამწუხაროდ, ჯიუტად, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ CRRC-ის ატარებინებს კვლევებს, რომელიც არა სამი და ოთხი ან ორი პროცენტია ცდომილების ფარგლები, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით ასცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც საარჩევნო შედეგებზე აისახა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.