გედევან ფოფხაძე: „ღვთის გარდა, მშველელი და იმედი აღარ არის“

გედევან ფოფხაძე: „ღვთის გარდა, მშველელი და იმედი აღარ არის“

კოშმარია ის, რასაც NDI ასაჯაროებს იმიტომ, რომ ეს საზოგადოების მხრიდან არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა.

„NDI- ს კვლევები ჩემთვის არ არის ისეთი სტანდარტი, რაც ერთი ერთზე უნდა მივიღოთ საზოგადოებაში არსებული განწყობების აღსაქმელად, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ NDI ვიღაცის სასარგებლო კვლევებს აკეთებს და ეს კვლევები რეალობისგან ძალიან შორსაა. თუ ამ ციფრებს ავიღებთ როგორც მოცემულობას, ეს არის კატასტროფული ციფრები.

მე მართლა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა. შეიძლება ბევრმა არც იცის პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად უკეთესი იყო პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა 2020 წელს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება ხელისუფლება გამოვიდეს, საჯარო დაპირება გასცეს და მერე ეს პირობა არ შეასრულოს. ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, რომელ ცუდ განვითარებაზეა საუბარი? ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის. არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი და იმედი აღარ არის", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.