NDI - გამოკითხულთა 19% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნებაა“, 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 7% - „ევროპულ საქართველოს“

NDI - გამოკითხულთა 19% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნებაა“, 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 7% - „ევროპულ საქართველოს“

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას ახლოს.

გამოკითხული მოსახლეობის 20% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას, 19% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია „ქართული ოცნებაა“, 14%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, 13% ასეთ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 7% „ევროპულ საქართველოს“.

აღნიშნულ ჩამონათვალს მოჰყვება „ლეიბორისტული პარტია“ 6%-ით, „პატრიოტთა ალიანსი“ 5%-ით, „ახალი საქართველო“ 4%-ით, „დემოკრატიული მოძრაობა“ 3%-ით, „გირჩი“ 2%-ით.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.