ნიკა ჩიტაძე: პუტინს აწყობდა, განტევების ვაცი მთავრობა ყოფილიყო

ნიკა ჩიტაძე: პუტინს აწყობდა, განტევების ვაცი მთავრობა ყოფილიყო

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობის გადადგომა ამ ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებას უკავშირდება.

“მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსეთის ეკონომიკური განვითარება შეფერხდა. გარდა ამისა, რუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა.

რუსეთში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვით, ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი გაიზარდა. ასევე, თანხები გამოიყოფა ყირიმის და თუნდაც საქართველოს ოკუპირებლი რეგიონების შენახვისთვის, აღნიშნულის გამო რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. 2014 წლის შემდეგ ნავთობზე ფასებიც შედარებით დაეცა. საბოლოო ჯამში, პუტინის რეიტიგნიც დაეცა.

პუტინს აწყობდა, რომ განტევების ვაცი მთავრობა ყოფილიყო“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა დღეს გადადგა.