2012 წელს ჩვენი მთავრობა რომ არ წასულიყო, საქართველოს ქალებს არ მოუწევდათ საბერძნეთში წასვლა და მოხუცების მოვლა

2012 წელს ჩვენი მთავრობა რომ არ წასულიყო, საქართველოს ქალებს არ მოუწევდათ საბერძნეთში წასვლა და მოხუცების მოვლა

2012 წელს ჩვენი მთავრობა რომ არ წასულიყო, საქართველოს ქალებს არ მოუწევდათ საბერძნეთში წასვლა, მოხუცების მოვლა და სახლების დასუფთავება” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა და გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას. სააკაშვილის თქმით, ფაშინიანმა გამოაცხადა,რომ  ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს.

“შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა ათას დოლარს, ჩემი მთავრობის ბოლოს 2012-წლისთვის ის შეადგენდა ოთხი ათას დოლარს. ერთ სიტყვით, თითოეული ქართველი გახდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე.

ეს არის ის ციფრები რომელიც მეტყველებს რომ არ მომხდარიყო 2012-წლის კატასტროფა, რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა, საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა და სახლებში დასუფთავება და ჩვენ მუშებს

არ მოუხდებოდათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე”- განაცხადა სააკაშვილმა.

თამაზი 2012 წელს საქართველომ შენი სახით შვი წირი, სახადი მოიშორა. დიდი მადლობა ამისთვის ბიძინას. თავი დაგვანებე მაოხრებელო გზირო
5 წლის უკან
Maverick ახია ოცნებავ შენზე, რომ ეს იდიოტი არ გაამწესე "გლდან ვეგასში" და ხალხის სამართლიან შურისძიებას გაარიდე, არაკაც ცააკაშვილს, ისე როგორც დედოფალს ... არ აცდება ქორწინების ღამეს, ისე არ აცდება ნარების სამუდამო ხეხვა, მაგრამ პასუხი თქვენ ყველას მოგეთხოვებათ ნაცბოზბანდის რეაბილიტაციისათვის!
5 წლის უკან