აფხაზეთში ქართველი

აფხაზეთში ქართველი "კანონიერი ქურდები" ძლიერდებიან და მალე ბევრ სფეროს გააკონტროლებენ

პოლიტიკური ვითარების გამწვავებას აფხაზეთში უკიდურესად გამწვავებული კრიმინალური ვითარება და სისხლიანი გარჩევები უძღვოდა.  ორწლიანი დუმილის შემდეგ აფხაზე­თ­ში­­ ე.წ. კანონიერი ქურდების შეტაკება­ ახალ, უფრო დაძაბულ ფაზაში გადავიდა.

22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, რესტორან "სან რემოში" ადგილობრივ კრიმინალებს 80-მდე ტყვია ესროლეს... შემთხვევას ორი ე.წ. კანონიერი ქურდი - ასტ­ამურ შამბა ("ასტიკი") და ალხას ავიძბა ("ხასიკი") შეეწირა. რუსტამ შამბა მძიმედ დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოგვიანებით გარდაიცვალა 22 წლის დომინიკა აკირთავა, მას 2 წლის შვილი დარჩა და ძმა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაეცვალა.

ბოლო წლებში გალს და ოჩამჩირეს გუდაუთელი­ აფხაზის, რაულ ბარცბას, მეტსახელად "პიზას" კლანი აკონტროლებდა და ძალიან მძიმე ვითარება იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქართველი კრიმინალების გავლენის დროს მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობდნენ თავს, ბარცბამ კი სეპარატისტული განწყობა შეიტანა, ყველა განდევნა ან მოკვლით დაემუქრა და გააჩუმა, რაც არ აპატიეს. ბოლო დღეებია, გალში ცალკე მილიცია აწყობს რეიდებს, ცალკე კრიმინალები აქტიურობენ.

ბარცბა პოლიტიკაზეც ახდენდა გავლენას და ამის გამოძახილი იყო გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ქართველთმოძულე თემურ ნადარაიას გამოსვლები, რომ ქართული ენა არ უნდა ისწავლებოდეს და ქართველ სტუდენტებს ენგურს იქით გადასვლა უნდა აეკრძალოთ...

აფხაზები წერენ, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში ჩართული, რეგიონში ჩაკეტილი "პიზას" არასწორი სტრატეგიის შედეგია, რომ მას საყრდენი გამოაცალეს და ახლა შეიძლება აფხაზეთში გავლენა ქართულმა კლანმა დაიბრუნოს, რადგან ბარცბამ თვითიზოლაციით ე.წ. ქურდულ სამყაროში­ ყველა გზა მოიჭრა.

"ასტიკი" და "ხასიკი" რეგიონში ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, 53 წლის რაულ ბარცბას ნათლულები და უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ. ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ბრძა­ნებით, საქმე უახლოეს ხანებში უნდა გაიხსნას და მკვლელობის დამგეგმავები უნდა გამოვლინდნენ. აფხაზური მედიის უწყებით: "სოხუმში­ მომხდარი მკვლელობის ავტორებმა საქართ­ველოს შეაფარეს თავი"...