ვლადიმირ ზელენსკი: „თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა გამორიცხული არაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის“

ვლადიმირ ზელენსკი: „თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა გამორიცხული არაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის“

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფაქტი, რომ უკრაინული ბოინგის ჩამოგდება რაკეტით მოხდა არ დადასტურებულა, თუმცა ოფიციალური კიევი ამ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან განიხილავს.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ს, კანადას და გაერთიანებულ სამეფოს გაუზიარონ სადაზვერვო ინფორმაცია თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ.

„თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა გამორიცხული არაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის“,-დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვრდზე.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.

„ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,-განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.