“ანას ბაღთან” აქციაზე დაპირისპირების შედეგად, 6 პირი დააკავეს

“ანას ბაღთან” აქციაზე დაპირისპირების შედეგად, 6 პირი დააკავეს

ვარკეთილში „ანას ბაღთან” ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანია „გისსონის” თანამშრომლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

„ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,  -განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.