დონალდ ტრამპი:  ნატო-მ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოიცვას და ახალ ალიანსს დავარქვათ „ნატო+ახლო აღმოსავლეთი“ – რა მშვენიერი სახელწოდებაა, სახელებს კარგად ვიგონებ

დონალდ ტრამპი:  ნატო-მ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოიცვას და ახალ ალიანსს დავარქვათ „ნატო+ახლო აღმოსავლეთი“ – რა მშვენიერი სახელწოდებაა, სახელებს კარგად ვიგონებ

მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფართოვდეს.

„მე ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ“,-განაცხადა ტრამპმა. მისი განცხადებით, სტოლტენბერი ამ აზრით „აღფრთოვანებულია“.

„ახალ ალიანსს შეგვიძლია დავარქვათ ნატო+ახლო აღმოსავლეთი. რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელებს კარგად ვიგონებ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსისთვის, მთავარ კონტრიბუციას აშშ იღებს, რაც „სამართლიანი არ არის“.