ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მუჰამედ კილბას თქმით, აქციის მონაწილეებმა ე.წ. „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ იარაღის შესანახი ოთახი გახსნეს და გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს.
„ყველა კარადა გახსნილია. მოპარულია სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლოები. ამასთან, გახნილია იარაღის შესანახი ოთახი და იარაღის გარკვეული ნაწილი მომიტინგეების ხელშია“, – განაცხადა მუჰამედ კილბამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.