ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები: ორგანული კანონით ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სადაც ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი. ორგანული კანონით შეიძლება შეიქმნას ასევე სხვა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით. თანაც ეს კონსტიტუციური ცვლილება "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს განხორციელდა.
2016 წლიდან დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება იყო შეტანილი.
სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა - პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანა, გარკვეული მიწების გამოსყიდვა და პორტისთვის გადაცემა. დამატებით, კონსორციუმს საპარტნიორო ფონდმა დამატებით $ 100-მილიონიანი სუბორდინირებული სესხიც კი გამოუყო.
პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო შვიდჯერ გადაუვადა.
კონსორციუმს უნდა განეხორციელებინა მისსავე მიერ ინტერესთა გამოხატვაში დაფიქსირებული ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: $ 120-მილიონიანი კაპიტალის შევსება და $ 400-მილიონიანი სესხის მოზიდვა 2017 წლისთვის.
ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ 17 მილიონის სავარაუდო გათეთრების შესახებ საკითხი, მხოლოდ 2019 წლის იანვარში გახდა ცნობილი.
უპასუხისმგებლო ხაზარაძე მიხვდა რა, რომ ვერ მოიზიდავდა პროექტისათვის საჭირო სახსრებს, თავისი ჭკუით, იოლი ხრიკი მოიფიქრა და პოლიტიკაში გადახტა. 2019 წლის ზაფხულში "ლელო" დააფუძნა. ფულის სავარაუდო გათეთრების საქმისთვისაც სჭირდება პოლიტიკური "მაშველი რგოლი", რათა თუ ბრალი დაუმტკიცდა, "პოლიტიკურ დევნილად", "ხოდორკოვსკად" წარმოაჩინოს თავი.
ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო, საქართველომ დაკარგა 4 წელი და ბიუჯეტს მოაკლდა შემოსავალი და ეს დასათვლელია.
დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება ახალი ინვესტორებით და ვაშინგტონიც კმაყოფილი დარჩება.
იჯდეს ახლა ხაზარაძის "ლელოელი" იურისტი კოჟორიძე და რევანშისტებთან ერთად ადგინოს ალქაჯური "შავი სია".
მშვიდობა და განვითარება საქართველოს!