სოხუმში შეტაკებები იწყება - ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჭია სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

სოხუმში შეტაკებები იწყება - ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჭია სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

სოხუმში შეტაკებები იწყება. ვითარება კატასტროფულად დამძიმდა. ამ დროს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჭია სხდომაზე, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის საკითხი განიხილებოდა, შეუძლოდ გახდა. რუსული მედიის ცნობით, ის რესპუბლიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სხდომაზე გადაწყდა, რომ რაულ ხაჯიმბას მოსალაპარაკებლად ხუთი ადამიანი გაუგზავნონ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. მან მოსახლეობას მოუწოდა, პროვოკაციას არ აჰყვეს.