ბონდო მძინარაშვილი:  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს  ისე, რომ ბიუჯეტი კი არ დაზარალდეს, არამედ შეივსოს!

ბონდო მძინარაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ისე, რომ ბიუჯეტი კი არ დაზარალდეს, არამედ შეივსოს!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინვესტორები მთავრობისგან კომფორტის შექმნას ითხოვდნენო.

ეს რომელიმე მინისტრმა კი არა, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა დღეს.

ახლა ვიკითხოთ, - რას გულისხმობს ეს კომფორტი?!

რას და, სახელმწიფო გარანტიებს, რომ ინვესტირებული თანხები რისკებისგან დაცული ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ ჩვენი, თითოეული გადასახადის გადამხდელის გარანტიით!

კიდევ ერთხელ ვკითხულობ:

- რატომ უნდა დავუდგე ინვესტორებს გარანტად მე, გადასახადის გადამხდელი, თუკი მოგების წილში ხაზარაძე-ჯაფარიძე იქნებოდნენ, მე კი წაგების წილში უნდა ვყოფილიყავი?!

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, მაგრამ არა აფიორებით, არამედ რეალურად, ისე, რომ ბიუჯეტი კი არ დაზარალდეს, არამედ შეივსოს!

  1. S. კონტინენტის გადახერხვას რომ დაგეგმავთ, მეც გამაგებინეთ, დიდ ბირდაბირს მოგაშველებთ!
tngh კიდევ ერთხელ ვკითხულობ... და სულ მექნება ეს კითხვა!!! არსებობს კი ამ პროექტის ეკონომიკური დასაბუთება??? ან სხვა აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაცია??? განსახლების გეგმა არის შემუშავებული??? ამ კითხვებზე პასუხის გარეშე, მხოლოდ დილეტანტ-პოპულისტებს შეუძლიათ იმსჯელონ პროექტის აუცილებლობაზე...
5 წლის უკან