გია გაბრიჭიძე: ახლა მისმინეთ გუდაურ-ბაკურიანში წყლის პრობლემაზე

გია გაბრიჭიძე: ახლა მისმინეთ გუდაურ-ბაკურიანში წყლის პრობლემაზე "აღტაცებულო" ხალხო

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

ახლა მისმინეთ გუდაურ-ბაკურიანში წყლის პრობლემაზე "აღტაცებულო" ხალხო:

ხომ ძალიან გაწუხებთ ეს პრობლემა, ხომ განიცდით ტურისტების დისკომფრტს და "სტრელკები" ინფრასტრუქტურის სამინისტროზე გადაგაქვთ,

ჰოოოდა გეუბნებით - დაიწყოს ძიება, როდის გაიცა იმ სასტუმროების და ტურისტული ინფრასტრუქტურების მშენებლობა, იყო თუ არა გათვალისწინებული იმ არსებულ მომარაგების სისტემაზე დამატებითი დატვირთვა დ.ა.შ. შემდგომ სასამართლოს ძალით, იმ ტიპებმა, ვინც მშენებლობების ნებართვები, ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლად გასცეს და იმათ, ვინც მაყუთი ვიშონოთო და რაც იქნება, იქნებაო, თავიანთი ხარჯებით აანაზღაურონ სრული ზარალი.

აი ეს გააპროტესტეთ ჩემო მოთხილამურე-მოციგავეებო და ტურისტებზე გადაყოლილო, ქვეყნის ბიუჯეტზე "მზრუნველო და მჭმუნვარე" "ექსპერტებო".

ყველაფერი დაიწყეთ თავიდან და იმასაც ისე, გაკვრით ვიტყვი - ამ მარაზმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის განუხორციელებლობაში და ამით ჩემი, თქვენი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფინანსების მიმტაცებლების დანაშაულს ვერ გააპრავებთ