"კითხვა მაქვს ბუტა რობაქიძის დედასთან - ითვლის თუ არა, მერამდენე გირგვლიანი და რობაქიძე მოკლა რეჟიმმა"

ენმ-ის წევრი მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბუტა რობაქიძის დედას კითხვით მიმართავს. პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ სტატუსს:

კითხვა მაქვს ბუტა რობაქიძის დედასთან - ითვლის თუ არა, წურწუმიას ჩათვლით ,მერამდენე გირგვლიანი და რობაქიძე მოკლა იმ რეჟიმმა, რომელსაც მხარს უჭერს და რომლის შვილიც საუბედუროდ პოლიციელ ბაშალეიშვილის მიერ გაუფრთხილებლობით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერლა , რომელიც დაპატიმრებულიც იყო და სასჯელიც მოიხადა.

ია მეტრეველს , ბუტა რობაქიძის მამა, რომელზეც საქმეა აღძრული თაღლითობისა თუ დიდი ოდენობისთანხის მითვისების გამო, ღია ეთერში უპირისპირდება ( თავად გარდაცვლილი შვილის სულით მოვაჭრე) და უკრძალავს შვილის სულით ვაჭრობას....ია მეტრეველის წინააღმდეგ გამოდის ფონდი "ქომაგი" , ფინანსური შემოსავლების მითვისებაში სდებს ბრალს და ამ საქმეს არავინ იძიებს...

არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთი საჩივარი შეაქვთ ია მეტრეველის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე არავინ იძიებს და რომელმაც ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში ანგარების მიზნით შეიყვანა (რის სანაცლოდაც, ბინა იჩუქა და საკუთარი დის - მაია ქავთარაძის სახელზე გადააფორმა ) უპარტიო-ძებნილი ლევან ფხაკაძე , რომელმაც 6 ტყვიის გასროლით დაჭრა მოქალაქე, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილის და დღეს ის ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული....

ბუტა რობაქიძის დედა - ია მეტრეველი, დღემდე მკვლელებს ჩვენ გვეძახის და თავად კი ანგარების მიზნით მკვლელებს მფარველობს, დიახ! ზუსტად ვიცით, რომ ბესელიას ამნისტირებულ მკვლელებს მფარველობს ანგარების მიზნით, მაგრამ არ ვიცით ფლობს თუ არა უტყუარ მონაცემებს მასთან დაკავშირებით თუ რამდენი რობაქიძე მოუკლეს ქვეყანას ( არც მისი პროტესტის შესახებ გვსმენია რამე) და რამდენი დედა შემოსეს ძაძებში იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომელსაც მხარს უჭერს ...."- წერს მეგი გოცირიძე.

trampi დაქნეული ......
..როგორ ყველა ნაცი ერთმანეთზე უარესია
5 წლის უკან