კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS“-თან სამთავრობო ცვილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ექსპერტი სააგენტოსთან აღნიშნავს, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენება ნაკლებად სავარაუდოა.
“გაუთავებელი სამთავრობო კარუსელი ვერ უზრუნველყოფს იმ განწყობის შექმნას, რომელიც არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას მოუტანს. ამასთან, მუდმივი სამთავრობო ცვლილებები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას დააზარალებს. ეჭვი მეპარება, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან ახლოს იყოს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომოანია “პირველის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება.