Air France-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში 10 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

Air France-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში 10 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

„ბიბისის“ ინფორმაციით, Air France-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში 10 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.

გამოცემის ცნობით, ბავშვი აფრიკული წარმოშობისა იყო.

თვითმფრინავი კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკის ქალაქ აბიჯანიდან პარიზის მიმართულებით 7 იანვარს გამოფრინდა.

ავიაკომპანიის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ გვამი პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში აღმოაჩინეს.

აღნიშNულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Air France-მა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.