ლევან ალაფიშვილი:  “ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტით სახელმწიფო იზარალებს

ლევან ალაფიშვილი:  “ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტით სახელმწიფო იზარალებს

იურისტი ლევან ალაფიშილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ მთავრობის მიერ “ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩავარდნას ნიშნავს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ პროექტის განხორციელებას ხელი თავად შეუშალა.

“ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობას და საინვესტიციო გარემოზე უარყოფით გავლენას მოახდენს. საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენი სახელმწიფო იზარალებს.

ჩვენ სინქრონულად უნდა ვვითარდებოდეთ და ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის დროს არ უნდა ვკარგავდეთ. არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში დასავლური, გამჭვირვალე ბიზნესი დაინტერესდეს ანაკლიის პროექტში ინვესტიციით, მითუმეტეს, იმ მთავრობის პირობებში, რომელმაც “ანაკლიის კონსორიუმთან“ კონტრაქტი ჯერ დადო და შემდეგ გააუქმა“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა.

სოციალისტი აბა უყურე ახლა ამას?! ბარემ თქვი რა უნდა ქნქას სახელმწიფომ, სწორი რა იქნება?!
5 წლის უკან