ერაყელი იმამი: აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისი დასრულდა

ერაყელი იმამი: აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისი დასრულდა

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობების გაუარესება დასრულდა,-ამის შესახებ ერაყში გავლენიანმა შიიტმა, იმამ შოკტად-ას სადრმა განაცხადა.

ევროპული მედიის ცნობით, მან მხარეებს შორის არსებულ კრიზისს „დასრულებული“ უწოდა.

გარდა ამისა, იმამმა შიიტურ სამხედრო ჯგუფებს, რომლებიც მას მხარს უჭერენ, მოუწოდა, „თავშეკავება გამოიჩინონ და ერაყში უცხო ძალების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები არ ჩაატარონ“.