ექსპერტი სოსო მანჯავიძე: სოციალურ ქსელში წერს:
ამერიკა-ირანის კონფლიქტთან და "შავ სიასთან" დაკავშირებით. ორივე მხარე თავისი შიდა პოლიტიკური ვითარების მძევალია. ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს,რომ ომი ირანთან არ არის მომგებიანი ელექტორალურად.
ირანის ხელისუფლება საკმაოდ პრაგმატულია იმისათვის,რომ ვერ გათვალოს აშშ-ს სამხედრო მანქანასთან პირდაპირი დაპირისპირების შედეგები. ორივე მხარისთვის მთავარია როგორ შეინარჩუნონ სახე და დაამშვიდონ საზოგადოებრივი აზრი თავისი ქვეყნების შიგნით..
ამისათვის გარკვეული შემოქმედებითი, როგორც ახლა მოდაშია,კრეატიული მანევრებია საჭირო,რაშიც მხარეები, წესით, ,ერთმანეთს ხელს უნდა უწყობდნენ. სწორედ ასეთი მანევრებით გახდა,მაგალითად, კარიბის კრიზისის განმუხტვა.
ამისთვის საიდუმლო დიპლომატიის ინსტრუმენტების გამოყენებაა საჭირო,რაც ძალიან გართულდა შიდა ამერიკული დაპირისპირების ფონზე,რისი ნათელი მაგალითია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო ზარის საბაბით ტრამპის იმპიჩმენტი კონგრესში მთელი მსოფლიო დაძაბული ადევნებს თვალს გახდება თუ არა ელიტების შიდა პოლიტიკური ინტერესები დაუძლეველი ინერცია ახალი გლობალური ტრაგედიისათვის..
თუმცა,ეს ვითარება საერთოდ არ აინტერესებს მრავალტანჯულ ქართულ ოპოზიციას,რომელიც ღრმად არის დარწმუნებული,რომ დასავლეთისთვის მთავარი მაინც საქართველოში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაა. ამავე დროს, ვიღაც უჭკვიანესს თავში "შავი სიის"შედგენა მოუვიდა და მთელი ეს პარადოქსული კონგლომერატიც აჰყვა. გეგონება,ვიღაც დიდმა დრამატურგმა კომედიური პიესა დაწერა და ესენი კომიკურ როლებს ასრულებენ. კიდევ უფრო სასაცილო ის არის,რომ მსახიობები ვერც კი აცნობიერებენ,რა სასაცილოები არიან. თუმცა თოჯინებს არ მოეთხოვებათ ამის გაცნობიერება. რომ აცნობიერებდნენ რამეს,თოჯინები არ იქბენოდნენ.