ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადის  ე.წ  მწვანე ზონაში, სადაც საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, სამი რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. მედიასაშუალების  ცნობით,  ერთ-ერთი  რაკეტა  აშშ-ის საელჩოდან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა, თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ცნობისთვის, ირანმა ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ სამხედრო ბაზაზე, 8 იანვარს, ღამით სარაკეტო დარტყმები განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ის, ავიაიერიშის შედეგად ირანელი გენერლის ლიკვიდაციაზე. სანაცვლოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანს ეკონომიკური სანქციები გაუმკაცრა და ამ ქვეყანასთან „დიდი გარიგების“ დადება  მოითხოვა.