ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძრის განზრახ გაჩენისთვის, 183 ადამიანი დააკავეს. როგორც ავსტრალიის სამართალდამცავ უწყებაში იტყობინებიან, ეჭვმიტანილების ნაწილმა ან ანთებული სიგარეტი გადააგდო, ან ფოიერვერკი გაუშვა, ან ხანძრის პრევენციის მიზნით არსებული წესები არ დაიცვა.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ხანძარმა 25 ადამიანისა და მილიონობით ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასევე განადგურებულია 10.7 მილიონი ჰექტარი. დასავლური მედიის ინფორმაციით, მასშტაბური ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.