დაბომბავს თუ არა თეირანი ჰაიფასა და დუბაის?

დაბომბავს თუ არა თეირანი ჰაიფასა და დუბაის?

NBC News-ის თეირანის ბიურო ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერაყის თავზე ირანული ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ.

უფრო მეტიც, NBC News-ის თეირანის ბიუროს ხელმძღვანელი ალი აროუზი „ტვიტერზე“ წერს, რომ ირანი აპირებს, დაარტყას ისრაელსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებს. სარაკეტო დარტყმის სამიზნე ქალაქები ჰაიფა (ისრაელი) და დუბაი (ემირატები) იქნებიან.

ამას ირანი იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ შეერთებული შტატები ერაყის ბაზების დაბომბვის გამო, ირანის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს. „ირანმა გაფრთხილება გასცა, რომ თუ იქნება პასუხი, ისინი დაიწყებენ დატყმების მესამე ტალღას დუბაისა და ჰაიფაში“, - წერს აროუზი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ირანმა ერაყში, დღეს დილას, აშშ-ის სამხედრო ბაზები დაბომბა.