ირანმა ერაყში მდებარე 2 ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე სამხედრო საჰაერო ბაზა აინ ალ-ასადი და ქალაქ ერბილის აეროპორტი გახდა. მათი მიმართულერბით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ეს ქმედება იყო პასუხი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ კი აფრთხილებს აშშ-ის იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკუთარ ბაზებს მათ სამხედრო ძალებს უთმობენ, რომ ისინიც გახდებიან ირანის სამიზნეები.
პენტაგონში დაშავებულებსა და დაღუპულებზე არ საუბრობენ, თუმცა „სიენენის“ ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ერაყელები დაშავდნენ.