„ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ, Wi-Fi-ს პაროლად “Temirlani” იყო დაყენებული!“

„ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ, Wi-Fi-ს პაროლად “Temirlani” იყო დაყენებული!“

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდის მეშვეობით, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

იცით თუ არა, რომ:

ტერორისტების მიერ ბერი გაბრიელ სალოსის ქუცაზე ბინის დაქირავებამდე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისათვის ბინა ვარკეთილში იქნა დაქირავებული. ის სამი თვის განმავლობაში ტერორისტებთან ერთად ცხოვრობდა, სადაც მისი მშობლები – მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი სისტემატიურად დაიარებოდნენ ტერორისტებისთვის ხელშეწყობის მიზნით. ხსენებულ ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ, Wi-Fi იყო დაყენებული, რომლის პაროლიც “Temirlani”-ი იყო.