ოპოზიციის ე.წ შავი სია – ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში წერს:
“გაროზგვა, ჩამოხრჩობა, გადასახლება და ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა – დაახლოებით ამ ჟანრში დაიწყო ახლადნაბახუსევმა ოპოზიციამ ეგრედწოდებული შავი სიის შედგენა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მოსამართლე, პოლიციელი, მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და პროკურორი. როგორც მარადმწვანე ოპოზიციონერები ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და სანქციების ადრესატების რაოდენობა გაიზრდება. სანქციონერები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლის არჩევნებში ისინი გაიმარჯვებენ და ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ამომრჩეველს კი მათ ნამდვილ სახესა და ზრახვებს უკვე ვეღარ უმალავენ.
რაც ყველაზე მთავარია, სანქციონერ-ინიციატორები ის ადამიანები არიან, რომელთა მიმართ წესით ბევრი სამართლებრივი კითხვა უნდა არსებობდეს, თუმცა… ერთი კი თამამად შეიძლება ითქვას, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ზუსტად ის რომ მოხდება, რაც დასაწყისში აღვნიშნე, ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს, თუმცა მჯერა, ამომრჩევლის უმრავლესობა შანსს არ მისცემს ამ სურვილის განხორციელებას” – წერს ლევან გობრონიძე.